ეს არის უნიკალური გამოცდილება და შესაძლებლობა, მოიპოვოთ აღიარება არქიტექტურისა და დიზაინის საერთაშორისო საზოგადოებაში GROHE-ს ბრენდის პროდუქტების თქვენს პროექტებში ინტეგრირებით.
თქვენი, როგორც დიზაინერისა და არქიტექტორის ნიჭს ფერების სამყაროს შთაგონება შეუძლია! გეპატიჟებით მონაწილეობის მისაღებად ჩვენს საინტერესო კონკურსში, სადაც GROHE COLORS-ისა და GROHE SPA-ს კოლექციების გამოყენება მთავარი ელემენტი იქნება.
ეს კონკურსი შემოქმედებითი იდეებისთვის უსასრულო შესაძლებლობების კარს ხსნის. თქვენ შეგიძლიათ, გარდაქმნათ სივრცეები, შთაბეროთ სიცოცხლე ინტერიერის ყველა დეტალს და შექმნათ ჰარმონია GROHE COLORS-ის ფართო ასორტიმენტთან და დაამატოთ დახვეწილობა და ელეგანტურობა GROHE SPA-სთან ერთად. თქვენი პროექტები შეიძლება სტილის, დახვეწილობისა და ფუნქციონალურობის განსახიერებად იქცეს.
GROHE-ს პროდუქტების მეშვეობით სააბაზანო ოთახების ინტერიერის დიზაინის გაყვანა ახალ საერთაშორისო დონეზე. დიზაინერებისა და არქიტექტორების შთაგონება, შექმნან სააბაზანოს თანამედროვე, კრეატიული და უაღრესად ინდივიდუალური ინტერიერები GROHE Colors-ისა და GROHE SPA-ს კოლექციების გამოყენებით.
არქიტექტორების, დიზაინერებისა და მათი პროექტების გაერთიანება საერთაშორისო პროფესიულ დონეზე GROHE-ს პროდუქტების გამოყენებით.
საუკეთესო პროექტების გამოვლენა საერთაშორისო პროფესიონალური ჟიურის დახმარებით, ავტორებისა და მათი იდეების პოპულარიზაცია, მონაწილეების, ლაურეატებისა და პარტნიორების პოპულარიზაციის ხელშეწყობა.
უნიკალური შემოქმედებითი პლატფორმის შექმნა საქართველოს არქიტექტორებსა და დიზაინერებს შორის იდეებისა და შთაგონების გაცვლისთვის.
არქიტექტორების, დიზაინერებისა და მათი პროექტების გაერთიანება საერთაშორისო პროფესიულ დონეზე GROHE-ს პროდუქტების გამოყენებით.
საუკეთესო პროექტების გამოვლენა საერთაშორისო პროფესიონალური ჟიურის დახმარებით, ავტორებისა და მათი იდეების პოპულარიზაცია, მონაწილეების, ლაურეატებისა და პარტნიორების პოპულარიზაციის ხელშეწყობა.
უნიკალური შემოქმედებითი პლატფორმის შექმნა საქართველოს არქიტექტორებსა და დიზაინერებს შორის იდეებისა და შთაგონების გაცვლისთვის.
კონკურსის გამარჯვებულებს ვიწვევთ დაუვიწყარ მოგზაურობაში პორტუგალიაში – მეზღვაურებისა და პოეტების, კონტრასტებისა და ჰარმონიის ქვეყანაში, სადაც თანამედროვეობა ორგანულად ერწყმის მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას, ხოლო მაღალი ტექნოლოგიები უძველეს ტრადიციებთან, თვალწარმტაც ბუნებასა და კომფორტულ ატმოსფეროსთან თანაარსებობს.
ჩვენ გაგიხსნით კომპანია LIXIL-ის, ლისაბონის ფილიალის „გულს“, გაგაცნობთ იმას, თუ რით ცხოვრობს და სუნთქავს კომპანია, რომლის მიზანია, საუკეთესო სახლი ყველასთვის და ყველგან რეალობად აქციოს.
ჩვენ ვამაყობთ თანამშრომლობით დარგის საუკეთესო პარტნიორებთან. ჩვენ სანდო და პროფესიონალურ კომპანიებთან ვთანამშრომლობთ, რათა ჩვენს კლიენტებს მაღალი ხარისხის პროდუქტები და მომსახურება მივაწოდოთ.
- 2025 წლის 1 აგვისტო - 2026 წლის 30 აპრილი. კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენა ჟიურის წევრების კენჭისყრით, რომლის შესახებ ინფორმაციაც განთავსებულია კონკურსის ვებსაიტზე - 2026 წლის 1-10 მაისი.
- ფაილის მისაღები ფორმატებია .jpg, .png, tif;
- ფაილის მაქსიმალური ზომაა 5 მბ;
- მოკლე მხარეს მინიმალური ზომა 1200 პიქსელია.
- GROHE-ს პროდუქტების 3D მოდელების მოსაძებნად რამდენიმე მარტივი ნაბიჯი უნდა გადადგათ:
1. გადახვიდეთ საიტზე WWW.GROHE-CAC.COM
2. შეიყვანოთ ძიების კრიტერიუმები ან არტიკულის ნომერი საძიებო სისტემაში
3. გადახვიდეთ ტექნიკური ინფორმაციის განყოფილებაში, სადაც თქვენთვის ხელმისაწვდომი იქნება CAD მონაცემები
